Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
თანდართული ფაილი: 562313_danarti_3335350.zip
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა კარდიოლოგიის მიმართულებით (2 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პათოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მენეჯმენტის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მარკეტინგის მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფინანსების მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით (1 ვაკანსია)
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** განათლება: დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ში ინდექსირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს.
** კლინიკური საქმიანობა (მხოლდო კლინიკური მიმართულებებისთვის) - პროფესორს უნდა ჰქონდეს კლინიკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 9 წელი, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს კლინიკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 5 წელი;
** ინგლისურ ენებზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) ** დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის/მომიჯნავე სპეციალობაში (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
** კლინიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
** ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);
** საგნის სილაბუს (ებ)ი;
** სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.

** საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;
** კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელექტრონული ფოსტით.
** საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2024 წლის 2024 წლის 5-დან 10 აგვისტოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
** აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 2 და 3 სექტემბერს.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2024 წლის 9 სექტემბერს.
** კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე