Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე ყვარელში (დროებითი თანამშრომლობისთვის რთველის პერიოდში).

ვაკანტური პოზიცია: 2

ძირითადი ამოცანები:

** რთველში მისაღები ყურძნის სისტემური ასახვა;
** სასწორის მონაცემების ასახვა/დაბეჭდვა;
** პროგრამულად არსებული ბაზიდან ყურძნის სახეობების ზუსტი შერჩევა, ახალი მომწოდებლის შემთხვევაში ინფორმაციის შეტანა ბაზაში;
** ყურძნის აწონვის და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციების სისწორის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
** სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი, მე-4 კარის ტერიტორია, თბილღვინოს წარმოება
** სამუშაო საათები: 09:00-23:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-კვირა (დღე გამოშვებით)
** უზრუნველყოფთ უფასო კვებას და საცხოვრებელ ფართს (საჭიროების შემთხვევაში)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე