Робота для біженців з України
სოცმედიის/PR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოცმედიის/PR სპეციალისტი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" აცხადებს ვაკანსიას სოცმედიის/PR სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების/ვებ გვერდის მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა;
** სოციალური პლატფორმებისთვის საჭირო მასალის (ვიდეო/ფოტო/პოსტი) შექმნა დამუშავება
** ვიდეო რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (მაგ. Adobe Premiere Pro, Final Cut Pro)
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** ვიზუალურ მასალაზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, პიარის ან სოციალური მედიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, მეტყველება და წერა);
** სავალდებულოა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

საჭირო უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: gmcmotors2@gmail.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: gmcmotors2@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე