Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შპს "ჯიემსი მოტორსი GMC Motors" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა
** შესყიდვების პროცესის მართვა: ფასთა კვლევა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პოტენციური მომწოდებლების ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა;
** შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზებისა და საწყობამდე მიტანის პროცესების მონიტორინგი;
** შესყიდვის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

საჭირო თვისებები: პასუხისმგებლიანობა, მობილიზებულობა, სისხარტე, შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, ემოციური გაწონასწორებულობა;

საჭირო უნარები: გუნდურად მუშაობის უნარი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი, პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი, დარწმუნების უნარი, მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გამართული კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: gmcmotors2@gmail.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: gmcmotors2@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე