Робота для біженців з України
გაყიდვების პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების პრომოუტერი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომოუტერის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 135 თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშო დღე;
** მდებარეობა: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
** ფიტპასი;
** ფასდაკლების ბარათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების გამოვლენა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა აქციების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის მუდმივი ინფორმირება;
** გაყიდვების ჯგუფთან ერთად აქტიური შეთავაზების დაგეგმვა;
** ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხარებლის მხრიდან დაფიქსირებული უკმაყოფილების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება ფილიალის მენეჯერთან;
** მომხარებლის მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის რეპორტის გაკეთება;
** გაყივების ზრდაზე ორიენტირებულობა;
** მომხარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მათთვის შეუფერხებელი და დროული მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ენერგიულობა, თავაზიანობა, პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

* თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე