Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, მენეჯერი
მომწოდებელი: ალკოჰოლური სასმელების მაღაზია
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია ვაკეში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის და მენეჯერის პოზიციებზე.

ფუნქცია-მოვალეობები მოლარე-კონსულტანტი:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

გრაფიკი: მცოცავი: 10:00-16:30 ან 16:30-22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 850 ლარი ფიქსირებული + საბონუსე განაკვეთი (ჯამურად 1000-1100)

ფუნქცია-მოვალეობები: მენეჯერი

** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და სწორად განთავსება/დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** პროდუქციის მიღების დროს პროგრამაში ასახვის პროცესების სრული მართვა და ფასების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
** სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;

გრაფიკი: 10:00-17:00 (ორშაბათი - შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + საბონუსე განაკვეთი (ჯამურად 1300 - 1400)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV მეილზე: zviadadzenini4@gmail.com, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე