Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტების ხარისხის კონტროლის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2800-3500 ლარი (NET), გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
** შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ს რევიზია და დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობაში
** სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, Micorsoft Office).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე