Робота для біженців з України
გამავალი ზარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამავალი ზარის ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება;
** დაინტერესებული მომხმარებლების გადამისამართება გაყიდვების შესაბამის განყოფილებასთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწრაფად აზროვნების უნარი
** თავაზიანი
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2023 წლის 11 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გამავალი ზარის ოპერატორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე