Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IT Academy STEP
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"IT Academy Step Georgia" არის საერთაშორისო ტრანსფორმაციული ცენტრი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის IT განათლებას. აკადემია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს თანამედროვე კურსებს პროგრამირებაში, ვებ-დეველოპმენტში, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა ანალიზში. გამოცდილი პროფესიონალების მიერ ჩატარებული სწავლება ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას. აკადემიის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის. თანამშრომლობა წამყვან IT კომპანიებთან სტუდენტებს აძლევს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. https://ge.itstep.org

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თელავი, ილია ჭავჭავაძის მოედანი N4
სამუშაო გრაფიკი: სრული

სავალდებულოა:

** რუსული და ინგლისურის (სასაუბრო დონეზე) ცოდნა
** კომპიუტერული უნარები (Word, Excel, PowerPoint)
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა პრიორიტეტული იქნება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და დელეგირება
** კლიენტებთან ურთიერთობა, მოზიდვა
** ყოველდღიურად ლიდებთან დარეკვა
** ლიდების და კომენტარების შეყვანა CRM-ში
** ვიზიტების დანიშვნა და დანიშნული ვიზიტების კონტროლი
** ვიზიტების მიღება
** ხელშეკრულების გაფორმება
** ყოველდღიური რეპორტი შესრულებული სამუშაოს შესახებ

პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@itstep.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20.07.2024 წელი

IT Academy STEP (აიტი აკადემია სტეპ- ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები IT Academy STEP (აიტი აკადემია სტეპ- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე