Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: 8000 მოსავალი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, თბილისში

ვინ ვართ ჩვენ?

"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო.

ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.

ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ამ ეტაპზე გვაქვს 5 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან?

** გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
** ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
** ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

მოთხოვნები:

** გრაფიკი 18:00-დან - 02:00-მდე
** კვირაში 5 დღე

გამოცდილება აუცილებელი არ არის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვირეკეთ: 598 909694.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე