Робота для біженців з України
ღამის მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მოლარე
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით, ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია ღამის მოლარის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე საღამოს: 20:00-08:00 /21:00-09:00 მდე
ფიქსირებული ანაზღაურება: ცვლაში 60 ლარი და + ბონუსი, ასევე კვებას უზრუნველყოფს კომპანია
სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 და 90 ნომრებში (მეტრო ნაძალადევთან)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** სალაროს ოპერაციები წარმოება (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, აპექსის პროგრამაში)
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება ვადიანობაზე და ფასების სისწორეზე ზრუნვა.
** მომხმარებლისათვის აქციების შეთავაზება.
** მომხმარებლისათვის დროული და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, როგორიცაა მაგალითად მისალმება/ დამშვიდობება/ მადლობის გადახდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599 405116 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2024 წლის 20 ივლისამდე.

გელით ჩვენთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე