Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ნატურალი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ნატურალი" - ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე, 13:00-21:00 სთ მდე
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ასევე კვებით უზრუნველყოფას.
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 115 (მეტრო ნაძალადევი)

შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

** მომხმარებლის დახმარება, როგორც წონის პროდუქციის ასევე
** ხორცპროდუქტების შეძენის პროცესში.
** საკუთარ სექციაში, ვადიანი ხარისხიანი პროდუქციის ქონა სწორი ფასებით.
** მზა პროდუქციის მაცივრებში დროული მიღება/ჩაბარება განლაგება . ვარგისიანობის კონტროლი
** წარმოდგენილი მზა/ნახევარფაბრიკატი პროდუქციის ფასის სისწორის დაცვა.მომხმარებლისთვის გაცნობა შემადგენლობაზე.
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა საკუთარ სექციაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია (და თუ არ გაქვთ გამოცდილება გასწავლით თავად.) მთავარია იყოთ კომუნიკაბელური/ მოწესრიგებული და შეგეძლოთ მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება.

თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599 405116 ან მოგვწერეთ მეილზე: hr@natural.com.ge.

ვაკანსიის განხილვის ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე