Робота для біженців з України
ენდოკრინოლოგი, ალერგოლოგი, ფსიქიატრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენდოკრინოლოგი, ალერგოლოგი, ფსიქიატრი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ენდოკრინოლოგის, ალერგოლოგის და ფსიქიატრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
** მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს, თუმცა განიხილება მხოლოდ რეზიდენტურის გამოცდილების მქონე კანდიდატი)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკა გავლილი ექნება საზღვარგარეთ ან/და გამოქვეყნებული ექნება სამეცნიერო პუბლიკაციები;

სავალდებულო უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პაციენტებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნა;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 9:00-17:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. 21

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (სასურველია რეკომენდაციაც) ელექტრონულ მისამართზე: career@toduaclinic.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე