Робота для біженців з України
საწყობის მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ამერიკული რესტორანი Dunkin` ეძებს ახალ თანამშრომელს საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი - ორხევი, ჩანტლაძის #25
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობების ორგანიზება;
** პროდუქციის მიღება/გაცემა დადგენილი წესის მიხედვით;
** საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა;
** რესტორნებში გასაგზავნი პროდუქციის მითვლა და მისი შეფუთვა დადგენილი სტანდარტებით;
** პროდუქციის რესტორნების შიდა საწყობზე გადაწერა და მიწოდება, ასევე უკან მიღება;
** ცენტრალური საწყობიდან რესტორნებში პროდუქციის დროული გაგზავნის კონტროლი რესტორნების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** შემოსვლის და გასვლის დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის კოდირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის კონდინცირების კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აპექსში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე career@dd.ge

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Dunkin` Georgia-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@dd.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე