Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი" ეძებს თანამშრომელს, ქ. თბილისში, ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მართვა-მენეჯმენტის კუთხით;
** უცხო ენა - ინგლისური (ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მართვა-მენეჯმენტის კუთხით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია იმპორტ-ექსპორტის მიმართულებებში, ლოგისტიკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესებში ჩართულობა, აღნიშნული პროცესების ორგანიზება;
** კლიენტების სურვილზე მორგებული ტურ-პაკეტების შექმნა, ხარჯთაღრიცხვის გაკეთება;
** სოციალური ქსელებში კომპანიის ოფიციალური გვერდების მართვა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (1სთ შესვენება)
** ანაზღაურება: 1200ლ

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV (ფოტოსურათით) მითითებულ ელ-ფოსტაზე: Tiangbei2010@gmail.com. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ პოზიცია- ოფისის მენეჯერი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://geooborhouse.com/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე