Робота для біженців з України
ინტერვიუერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერვიუერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის თანამდებობაზე მარკეტინგის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** გამოცდილება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით.
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
** სასურველია, საოფისე პროგრამების ცოდნა (SPSS, Excel, MS Word, Power Point).

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტთა გამოცდილებისა და კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** კვლევების რაოდენობრივი/თვისებრივი მონაცემების მოგროვება;
** რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ინტერვიუების ადმინისტრირება;
** პაციენტთა გამოცდილების კვლევის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
** პაციენტთა რეკლამაციებზე (საჩივრებზე, უკმაყოფილების წერილებზე) რეაგირების პროცესში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.08.2024-მდე -მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე