Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ინტერპერსონალური, შეხვედრების წარმართვის და პრეზენტაციის უნარები
** კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების სწორი იდენტიფიკაციის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრეატიული მოაზროვნე, აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის საფუძვლიანი ცოდნა
** მომხმარებელთა მომსახურება, შეთავაზების მომზადება, პროექტის დამუშავება, ინვოისის და ხელშეკრულების მომზადება
** კონკურენტების ანალიზი - ბაზარზე წარმოდგენილი ბრენდების ცოდნა
** შოურუმში განთავსებული ექსპოზიციების ზედამხედველობა
** დეპარტამენტის მიმდინარე საკითხებში ჩართვა

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერის" პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე