Робота для біженців з України
სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება;
** ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
** საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
** საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** მინ. 6 თვიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მუშაობის ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** გამართული წერის და მეტყველების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე