Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: აჭარა კოლექტივი
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"აჭარა კოლექტივი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის N64
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე: იჯარა, კომუნალური გადასახადები, მივლინება, საბაჟო ოპერაციები და ა.შ.
** დეპარტამენტების მიერ გაწეული ხარჯების მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის წარმოების სისწორის კონტროლი და ინვოისების მართვა;
** ყოველდღიურ ფინანსურ გატარებებში ხარჯის ცენტრის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება.
** თვის დახურვის პროცესებში ჩართულობა.
** საგადასახადო დეკლარაციისა და ფორმის მომზადებასა და წარდგენაში მონაწილეობა.
** ხელფასების დარიცხვაში და დეკლარირებაში მონაწილეობა.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@adjaragroup.com 2024 წლის 28 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე