Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ფუნქცია/მოვალეობები:

** ყოველთვიურად ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოზიდვის გეგმის შემუშავება და განხორციელება, ახალი მომხმარებლის პორტფოლიოში დამატება
** კორპორატიული მომხმარებლის მოზიდვის მიზნით პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრის ჩანიშვნა, ქალაქებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვიზიტები, შეთავაზებისა და პრეზენტაციის მომზადება
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შერჩევა, შეთავაზების დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის ასორტიმენტისა და ალტერნატივების შეთავაზება; ხელშეკრულების მომზადება
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი
** პროდუქციის ქსელის მასშტაბით მოძიება და მათი კლიენტამდე მიწოდების უზრუნველყოფა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და საჭირო პროდუქციის ბაზარზე მოძიება
** ინდივიდუალური გაყიდვების რეპორტინგი ყოველთვიურად
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკის სფეროში გამოცდილებას)
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B1) აუცილებელია
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე