Робота для біженців з України
ბანქოს მჩეხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბანქოს მჩეხავი
მომწოდებელი: Evolution
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
მოგესალმებით, ახალგაზრდებო! მზად ხართ ახალი შესაძლებლობებისთვის? ეძებთ აქტიურ სამუშაო გარემოს? მაშინ, ჩვენ გვაქვს იდეალური შეთავაზება თქვენთვის - ბანქოს მჩეხავის პოზიცია! თქვენ მოამზადებთ ბანქოს თამაშისთვის, მაღალი ხარისხის ტექნიკითა და ბანქოს მუდმივად შეცვლით.

აპლიკაციის გამოსაგზავნად გადადით აქ: https://careers.evolution.com/georgia/apply-form-shuffler/?fbclid=IwAR1KtSFKbsujAX5qDtppsGQS0Yf7RUMlowEcC_rfENNn4VpKeftX3v2geS8

ჩვენ ვართ თამაშის შემქმნელები, ვეძებთ ჩვენი გუნდის წევრებივით მონდომებულ და ინოვაციებზე ორიენტირებულ ადამიანებს.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ გამოცდილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მსგავს პოზიციაზე არ გიმუშავია, ჩვენს აკადემიაში ტრენინგებზე ყველაფერს სრულყოფილად შეისწავლით

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება
** ანაზღაურებადი შესვენება-რადგან ჩვენ ვზრუნავთ შენს კეთილდღეობაზე.
** შენზე მორგებული სამუშაო განრიგი- იმისათვის, რომ შეძლო მუშაობის, გართობის და შენთვის პრიორიტეტული საკითხების შეთავსება.
** უფასო სპორტდარბაზი
** კაფეტერია
** შესაძლებლობა, რომ განვითარდე, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე

ჩვენთან მოხვედრისთვის დაგჭირდება:

** ქართული ენის ცოდნა სრულყოფილად
** პოზიტიური დამოკიდებულება

ასევე, შენ უნდა იყო:

** გუნდური თანამშრომელი, რადგან ცვლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, ერთად შევძლოთ პრობლემის მოგვარება.
** მონდომებული და პასუხისმგებლობიანი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ერთად უკეთესია
** სულ მცირე 18 წლის და გქონდეს დიდი სურვილი, დაიწყო პირველი სამსახური ჩვენთან

დამატებითი ინფორმაცია:

ევოლუშენი აფასებს მრავალფეროვნებას. ჩვენი კულტურა ხელს უწყობს ზრდას და უზრუნველყოფს ანაზღაურებად ტრენინგს ჩვენს აკადემიაში, რათა დაგეხმაროთ შენი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ხელფასს 576 ლარიდან 1165 ლარამდე (სამსახურის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ) + ბონუსები.
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს - გამოყენება შეგეძლება მის პარტნიორ ობიექტებზე
** პრივილეგიის ბარათს - ფასდაკლებები ჩვენს პარტნიორ კომპანიებში.
** Bookboon - ელექტრონული წიგნების უდიდესი პლატფორმა.
** კარიერის სწრაფი განვითარების შესაძლებლობასა და ანაზღაურებად ტრენინგებს პირველ ხელფასთან ერთად.
** რეკომენდაციის კამპანიას- გაქვს შესაძლებლობა გაუწიოთ რეკომენდაცია მეგობარს და მიიღოთ ბონუსი.

Evolution თქვენს მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს როგორც შერჩევისას, ასევე შემდგომი თანამშრომლობისთვის. ყველა პერსონალური მონაცემი გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი თანხმობის გარეშე.

ევოლუშენ საქართველო დაარსდა 2018 წელს, იმ მიზნით რომ გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო დამსაქმებელი ბაზარზე. დღევანდელი მდგომარეობით ის აერთიანებს 8000-ზე მეტ უნიკალურ ინდივიდს. ჩვენი წარმატება გამომდინარეობს თითოეული ევოლუშენერის მონდომებასა და სწრაფვაზე გახდნენ კიდევ უფრო უკეთესები.

ევოლუშენი ბაზარზე არის პროდუქტების, სერვისების წამყვანი დეველოპერი და ონლაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანია. ჩვენს გამორჩეულობას, მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყანაში, განაპირობებს 17000-ზე მეტი ევოლუშენერი, რომლებიც მუშაობენ პროდუქტების ინოვაციაზე, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე, IT მხარდაჭერაზე, თამაშის წაყვანასა და ბიზნეს მხარდაჭერაზე. ევოლუშენის დინამიური და კრეატიული გარემო ქმნის პიროვნული და პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.

ჩვენი ინტეგრირებული ე.წ B2B გადაწყვეტილებები გარანტიას იძლევა, რომ ჩვენმა კლიენტებმა ყოველთვის შეძლონ და მიაწოდონ თავიანთ მოთამაშეებს შეუდარებელი ონლაინ სერვისი. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიცია ციფრულ ბაზარზე და მივაწოდოთ სერვისები შემდეგი პროდუქტებით:

Evolution Live, NetEnt, Red Tiger, Ezugi, Big Time Gaming, Nolimit City and DigiWheel.
ევოლუშენი არის შვედური კომპანია, რომელიც დაარსდა 2006 წელს და გაერთიანდა Nasdaq Nordic-თან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე