Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

"გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, გენერალური მიზნობრივი პარამეტრების შეთანხმება და ბიუჯეტის შექმნის პროცესის ორგანიზება მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, გადახრების გამოვლენა და მიზეზების მოკვლევა.
** ბიუჯეტის ცვლილებების ინიცირება კვარტალში ერთხელ და საჭიროებისამებრ, ბიუჯეტის განახლება.
** კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა.
** კომპანიის ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** ფასების მართვის პოლიტიკის შემუშავება, დამტკიცება და დანერგვა.
** პერიოდული ანალიზის წარმოება კომპანიის ძირითადი პარამეტრების დაკვირვების მიზნით, მმართველობითი და ფინანსური რეპორტების მომზადება და წარდგენა გენერალურ დირექტორთან.
** მომგებიანობის ამაღლების რეზერვების ძიება პროცესებში, ფასებში, პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობებსა და სხვადასხვა მიმართულებით, რეზერვების გამოვლენა და შესწავლა.
** კომპანიის ფინანსური რისკების გამოვლენა და შესწავლა.
** ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კომპანიის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სასესხო და სხვა ფინანსურად გამართლებული ინსტრუმენტებით.
** საინვესტიციო პროექტების შესწავლა, დამუშავება და ანალიზი, ფინანსური რეკომენდაციების მომზადება პროექტების განხორციელების შესახებ.
** პროგრამული განვითარების ინიციატივების დაყენება და განხორციელების უზრუნველყოფა.
** გუნდის წევრების მხარდაჭერა.

გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან საფინანსო სექტორში კორპორატიული მიმართულებით გამოცდილება, რისკებში.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით ელფოსტაზე: hr@glob.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფინანსური დირექტორი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე