Робота для біженців з України
PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი მარკეტინგის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

მარკეტინგი - არის ფუნქცია, სადაც ვმუშაობთ კომპანიის ლეგენდარული ბრენდების განსავითარებლად. არსებული პორტფელის და ახალი პროდუქტების განვითარება ბაზარზე, მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება, კონკურენტების ანალიზი - ეს ყველაფერი კომპანიას ეხმარება მოწინავე საბაზრო პოზიციების გამტკიცებასა და გაძლიერებაში.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის განხორციელება
** ურთიერთობა საუკეთესო სარეკლამო სააგენტოებთან
** გაყიდვების არხებში მომხმარებლის აქტივაცია
** ახალი პროდუქტის გაშვება ბაზარზე
** ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება ბიზნესის განვითარებისთვის

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** გაიგებთ შემოქმედებითი იდეების კონცეფციის შემუშავების პრინციპს
** გაეცნობით ბრენდის განვითარების სტრატეგიის თავისებურებებს
** შეისწავლით ახალი პროდუქტების ჩაშვების პროცესს - იდეის გაჩენის ეტაპიდან მომხმარებლის კალათამდე
** ისწავლით კომუნიკაციას სხვა დეპარტამენტების კოლეგებთან, გარე სააგენტოებსა და მომხმარებლებთან
** შეძლებთ გუნდთან ერთად ცნობილი ბრენდების პოპულარიზაციისთვის რეალური მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სრული განაკვეთით (40 სთ/კვირაში) მუშაობის შესაძლებლობა 2024 წლის სექტემბრიდან

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება მარკეტინგის მიმართულებით;
** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე