Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სოციალური პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, YouTube);
** სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop / Adobe Illustrator);
** Meta Ads Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე