Робота для біженців з України
მმართველი დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მმართველი დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს მმართველი დირექტორის ასისტენტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** მენეჯმენტის სამუშაო კვირისა და დღის გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** მენეჯმენტის მიერ დანიშნული თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
** ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
** თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;
** მენეჯმენტის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
** ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა;
** მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
** მენეჯმენტის მივლინებების სრული ციკლის მართვა;
** ოფის მენეჯმენტის საქმიანობის შეთავსება საჭიროების შემთხვევაში.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** შედეგზე ორიენტირებული;
** პრობლემის ეფექტურ გადაჭრაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 31 ივლისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aptos.ge.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მმართველი დირექტორის ასისტენტი.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე