Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე პროექტების სამშენებლო, რკინა ბეტონის, სარემონტო, სამუშაოების მართვა, ორგანიზება, შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმა, სამუშაოების შესრულებს გრაფიკის კონტროლი, სამუშაოების ხარისხიანად შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო - სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება, კვალიფიციურ მუშა - მოსამსახურეთა მობილიზება და ობიექტზე მიყვანა;
** საჭირო ადამიანური რესურსის მობილიზება და მართვა.
** სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა № 2-ფორმა № 3 -ის შედგენა;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი;
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** პროექტის მენეჯერის, ინჟინერის, არქიტექტორის, კონსტრუქტორის, დავალებების შესრულება და პროექტთა შესაბამისობაში მოყვანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო-საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით);
** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტორული კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა;
** სამშენებლო მასალების და მათი მოხმარების წესების ცოდნა;
** სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: infourbanconstruction@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე