Робота для біженців з України
ცომეულის მცხობელი - ზემო ფონიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცომეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ცომეულის მცხობელის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზემო ფონიჭალის ასახვევი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-17:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საფუვრიან/ფენოვან და ნახევრად ფენოვან ცომთან მუშაობ;
** ცხობის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** დახლების რეგულარული შევსება პროდუქციის სხვადასხვა სახეობით;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე