Робота для біженців з України
უმცროსი დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი დიზაინერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დიზაინერის პოზიციაზე, ციფრული მარკეტინგის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (საქალაქო სასამართლოსთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Figma) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ტრენდების ცოდნა და ახალი იდეების გენერერებაში პროფესიული ტექნოლოგიების გამოყენება;
** გამოცდილება ვების და მობაილ პლატფორმებზე მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პროდუქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ თქვენი CV და პირადი პორტფოლიოს ბმული 2024 წლის 03 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე