Робота для біженців з України
სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის რეგისტრაციის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში სერვისის რეგისტრაციის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სერვისცენტრის ტერიტორიაზე (გარე პერიმეტრზე) სატრანსპორტო საშუალებების მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
** სერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერვისში მოსული მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** შესრულებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ მომხმარებლების ინფორმირება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
** თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.

იხილეთ განცხადება ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=395

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე