Робота для біженців з України
უმცროსი გაყიდვების ექსპერტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: GDI
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ჯიდიაი" ფილიპ მორისისი ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:

** IQOS საცალო მაღაზიის ოპერირების სახელმძღვანელის მიხედვით ასრულებს მაღაზიის ყველა საცალო ოპერაციას, რაც მოიცავს, (მაგრამ არ შემოიფარგლება) ინვენტარზე ზრუნვას, მაღაზიის მუდამ მზადყოფნას და საპრეზენტაციო სტანდარტების დაცვას
** ზედმიწევნით იცავს GCP`s და ყველა სხვა სტანდარტს, არასდროს აყენებს რისკის ქვეშ არც ერთ მათგანს, ისევე როგროც მომხმარებელთან გაწეული სერვისის ხარისხს
** ეხმარება გუნდის წევრებს სტანდარტების დაცვა-შენარჩუნებაში
** უზრუნველყოფს დაკისრებული ძირითადი მოთხოვნების შესრულებას (მაგ. მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი), სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მომხმარებელთან IQOS-ის შესახებ საუბრებზე ფოკუსირებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესანიშნავი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი
** თბილი და ენთუზიაზმით აღსავსე ხასიათი
** სერვისზე ორიენტირბულობა და მომხმარებელზე ფოკუსირება
** პრობლემების დროულად აღმოფხვრის უნარი უნარი
** Microsoft Excel და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ შესაძლებლობას:

** თქვენი კარიერის განვითარებასა და სრული პოტენციალის რეალიზებას
** პროფესიულად განვითარებასა და უნარების დახვეწას
** კონკურენტუნარიან სახელფასო და საბონუსე სისტემა
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** საცალო და სხვადასხვა ბიზნეს სისტემების ცოდნის შეძენას
** მრავალფეროვანი უნარების განვითარებას გაყიდვებისა და მომხმარებელთან განვითარების სფეროში

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელურობა
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: career@gd-holding.com გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელფოსტის გამოგზავნისას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე