Робота для біженців з України
რეანიმაციული სამსახურის უფროსი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეანიმაციული სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს რეანიმაციული სამსახურის უფროსის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში (მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა").

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის მენეჯერთან და კლინიკურ დირექტორთან ერთად შეიმუშაოს სამსახურის სტრატეგიული და ტაქტიკური განვითარების გეგმა;
** კლინიკურ დირექტორთან და ხარისხის მართვის და კონტროლის სამსახურთან ერთად მუდმივად აკონტროლოს მისი თანამშრომლების მიერ წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორე;
** შეაფასოს თანამშრომლის მიერ ჩატარებული მანიპულაციის, პროცედურის, ოპერაციული თუ მედიკამენტური მკურნალობის შესაბამისობა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ პრობლემებსა და დიაგნოზთან;
** მეთვალყურეობა გაუწიოს სამედიცინო აპარატურის და აღჭურვილობის ექსპლუატაციის ნორმების დაცვას პაციენტებისა და თანამშრომლების მიერ;
** იზრუნოს საკუთარი და თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე;
** კოორდინირება გაუწიოს თანამშრომლების სამუშაო განრიგების მომზადებას;
** უზრუნველყოს სამსახურის ყველა ექიმის პერიოდული შეკრება საყურადღებო პაციენტების ისტორიების განხილვის, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის, სამსახურის სამუშაო გეგმებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეანიმაციული სამსახურის უფროსი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7/07/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე