Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ნივთების და დეტალების დახარისხება და განთავსება
** ნივთის/დეტალის მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პორტალებზე ატვირთვა
** დეტალების/ნივთების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამული ასახვა
** საწყობის სისუფთავეზე ზრუნვა
** საწყობის პერიოდული აღწერა
** ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ორგანიზებული
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@es.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე