Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო;
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
** ყოველდღიურად რეგისტრატორების მიერ პროგრამაში ატვირთული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის შემოწმება; ხარვეზის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა;
** პაციენტთან დაკავშირებული ფინანსური საკითხის მართვა;
** გაწეული მომსახურების საფუძველზე კალკულაციის და ინვოისის მომზადება, გადახდების პროცესის გაკონტროლება;
** პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში;
** პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე;
** დადგენილ ვადებში სამედიცინო შემთხვევის ატვირთვა ჯანდაცვის სამინისტროს ელ ანგარიშების მოდულში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1250 ლარი;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე