Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** მიკვლევადობის და სერიალიზაციის პროცესების მართვა და მონიტორინგი, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე;
** სერიალიზაციის მოთხოვნების შესწავლა და მათი იმპლემენტაციის პროცესის დაგეგმვა;
** სერიალიზაციის სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების დაცვა;
** სერიალიზაციის პროცესებზე პასუხისმგებელი პირების მენეჯმენტი, როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ქვეყნებში;
** ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი, მათი იმპლემენტაციის გეგმის შედგენა და გაკონტროლება;
** მიკვლევადობის სისტემების შემუშავება და განახლება;
** სერიალიზაციის პროცესების გაწერა, სისტემატიზაცია, მართვა და მათი ოპტიმიზაცია;
** სერიული ნომრების და კრიპტოკოდების მართვისა და გაცვლის ორგანიზება სერიალიზაციის სისტემის მეშვეობით;
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან, საექსპორტო ქვეყნებთან, პარტნიორებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან;
** მიკვლევადობის პროცესების აუდიტი და შეფასება;
** მარეგულირებელი მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი და განხორციელება;
** მენეჯმენტთან პრობლემების ესკალაცია და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
** პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; სასურველია საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფარმაცევტული პროდუქტების ან მწარმოებელი ინდუსტრიის ზოგადი ცოდნა;
** დოკუმენტაციის შექმნისა და მართვის უნარი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** საბაზისო ტექნიკური უნარები მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის დამუშავების სფეროში;
** სწრაფი სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
** ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი და მოქნილობა;
** დავალებების პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პროცესების დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე