Робота для біженців з України
სახმელეთო მომსახურე ტექნიკის სამსახურის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახმელეთო მომსახურე ტექნიკის სამსახურის აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სახმელეთო მომსახურე ტექნიკის სამსახურის აგენტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება - 1450 ლარიდან 1670 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქუთაისში სპეცავტოტექნიკის პარკის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და თითოეულ ერთეულზე ჩანაწერების და დოკუმენტების (მაგ. ჟურნალის, აქტების ან სხვ.) წარმოება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** სპეცავტოტექნიკის ტექმომსახურების თვალსაზრისით როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საჭიროებების პერიოდული კვლევა (მათ შორის, კომპანიის ბიზნეს-გეგმისა და შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნებისათვის ინფორმაციის მომზადება), საჭიროებების და პრობლემების იდენტიფიკაცია, ტექნიკური გადაწყვეტის ვარიანტების დასახვა და პრობლემებისა და გადაჭრის გზების დროულად შეტყობინება ხელმძღვანელისათვის;
** ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკური ლიტერატურის, სქემების, კატალოგების, კომპიუტერული პროგრამების საჭიროების განსაზღვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება, აღნიშნული მატერიალების მოწესრიგებულად შენახვა და გამოყენება;
** სპეცავტოტექნიკის დანიშნულების, მუშაობის პირობების სპეციფიკის, ტექნიკური მახასიათებლების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა და მათი ტექმომსახურებისას ამ ინფორმაციის გათვალისწინება;
** სპეცავტოტექნიკის ექსპლუატაციის მეთვალყურეობა, ავტომობილებით და სპეცავტოტექნიკით უშუალოდ მოსარგებლე პირებისათვის რეკომენდაციების და მითითებების მიცემა კონკრეტული ერთეულის ტექნიკური მახასიათებლებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით;
** ქუთაისის პარკში არსებული სპეცავტოტექნიკის გაუმართავობათა დიაგნოსტირება ადგილზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს სცილდება მის შესაძლებლობებს, ხელმძღვანელის დროული და შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმირება პრობლემის და საჭირო ღონისძიებების შესახებ;
** ტექნიკური დათვალიერების/მომსახურების პროცესის შედეგად ტექნიკიდან მოხსნილი ნაწილების, ასევე დაზიანების შედეგად მიღებული დანაკარგების აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტების გამართულად წარმოება და ხელმძღვანელისათვის დროული მიწოდება;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამუშაო პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ინვენტარის საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
** ქუთაისი აეროპორტში განთავსებული ავტოტექნიკის საწვავ გასამართი ავზის ყოველდღიური კალიბრაცია და საჭიროების შემთხვევაში შევსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზემდგომზე მიწოდება.
** საწვავის ავზის შევსებისას, შესაბამისი კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად თანხლება და კონტროლი.
** საწვავ გასამართი ავზიდან, საწვავების გაცემის კონტროლი და მისი ზედამხედველობა, ასევე შესაბამისი ელექტრონული თუ მატერიალური სახით აღრიცხვა, ბაზების და არქივის შედგენა, მოწესრიგება.
** სპეც. ავტოტექნიკის საწვავით დროული გამართვის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
** სხვა სამსახურებიდან საწვავის მოთხოვნისას, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ქუთაისის ავტოპარკის და სპეც. ტექნიკის საწვავით გამართვა.
** კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა.
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

შემოსული რეზიუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე