Робота для біженців з України
სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება - 1300 ლარიდან 1520 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განხორციელება აეროდრომის ექსპლოატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად;
** საავარიო შემთხვევების დროს საავარიაო სამაშველო სამუშაოების ჩატარება, მგზავრთა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენა, ევაკუაცია;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
** ხანძრის ქრობა საჰაერო ხომალდებზე, აეროპორტის ობიექტებზე და შენობა-ნაგებობებზე;
** საჰაერო ხომალდის დაფრენისა და აფრენის პერიოდში მზადყოფნა;
** მიმაგრებული სპეც. აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ინდივიდუალური აღჭურვილობის შენახვა და მოვლა პატრონობა;
** გაუმართავი სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი მოხსენების მომზადება ცვლის უფროსისათვის წარსადგენად;
** მასზედ მიმაგრებული მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;
** სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსთან და საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურესთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა როგორც მობილური ტელეფონით ასევე ხელის და სტაციონალური რადიოსადგურების მეშვეობით;
** სახანძრო-სამაშველო პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებთან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო-სამაშველო ცვლის უფროსისთვის;
** სრულყოს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონე, სახანძრო და საავარიო-სამაშველო მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;
** კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სახანძრო-სამაშველო სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

შემოსული რეზიუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე