Робота для біженців з України
სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტი-მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტი-მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტი-მძღოლის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 2
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება - 1300 ლარიდან 1520 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განხორციელება აეროდრომის ექსპლოატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად;
** საავარიო შემთხვევების დროს საავარიო სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო-სამაშველო სპეც. ავტო-ტექნიკის მართვა დადგილი წესების მიხედვით;
** საავარიო შემთხვევების დროს საგანგებო ვითარებისას მოქმედების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროული და ეფექტური გატარება;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
** ხანძრის ქრობა საჰაერო ხომალდებზე, აეროპორტის ობიექტებზე და შენობა-ნაგებობებზე;
** საჰაერო ხომალდის დაფრენისა და აფრენის პერიოდში სახანძრო ავტოტექნიკის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
** მიმაგრებული სპეც. ავტო-ტექნიკის, აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაციის და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გაუმართაობების აღმოჩენის შემთხვევაში, ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** საწვავ-საპოხი მასალების, სპეციალური სითხეების და ფხვნილისებრი მასალების აღიცხვა;
** მიაწოდოს წინადადება სახანძრო-სამაშველო მორიგე ცვლის უფროსს ცვლაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების გაუმჯობესების შესახებ;
** ცვლის უფროსთან სამსახურის დისპეტჩერთან, და სანავიგაციო კოშკთან მუდმივი კავშირი, როგორც მობილური ტელეფონით ასევე ხელის და სტაციონალური რადიოსადგურების მეშვეობით;
** სამუშაო პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.
** სახანძრო-სამაშველო სამსახურის აგენტ-მძღოლს მორიგეობის პერიოდში ეკრძალება სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის სამართავად გადაცემა სხვა პირებზე, მათ შორის იმ თანამდებობის პირებზე რომლებსაც ის უშუალოდ ემორჩილება.
** კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სამუშაოზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სულ მცირე "B" და "C" კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

შემოსული რეზუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე