Робота для біженців з України
საჰაერო ხომალდის დასუფთავების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საჰაერო ხომალდის დასუფთავების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს საჰაერო ხომალდის დასუფთავების აგენტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება - 1300 ლარიდან 1520 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

**  საჰაერო ხომალდის დასუფთავება/დალაგება ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შესაბამისად;
** საჰაერო ხომალდზე არსებული ნარჩენების შეგროვება და საჰაერო ხომალდიდან მათი გატანა;
** საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მითითებით სველი წერტილების დამუშავება სპეციალური ქიმიური საშუალებებით, სასაპნეების და სხვა ჰიგიენური პროდუქტების შევსება;
** საჰაერო ხომალდის სალონის დასუფთავება სპეციალური მტვერსასრუტით და საჭიროების შემთხვევაში სალონის სველი წესით დამუშავება;
** საჰაერო ხომალდის სალონში სავარძლების და უსაფრთხოების ღვედების მოწესრიგება, გამოყენებული ბალიშების, გადასაფარებლების, და სათავეების გამოცვლა ან გასწორება;
** საჰაერო ხომალდის დასუფთავების დროს აღმოჩენილი დატოვებული ნივთების გადაცემა ხომალდის ეკიპაჟისათვის;
** საჰაერო ხომალდის სალონის დეზინფიცირება სპეციალური დანადგარებით და ხსნარებით, ავიაკომპანიის მოთხოვნის საფუძველზე;
** ავიაკომპანიის მოთხოვნის საფუძველზე საჰაერო ხომალდის სალონის ღრმა დასუფთავება და გარე რეცხვა;
** მიმაგრებული აღჭურვილობის და მოწყობილობების წესების დაცვით ექსპლუატაციის და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გაუმართაობების აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ოპერატიული ინფორმირება;
** ბაქანზე მომსახურების სამსახურის ცვლის უფროსთან და ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურთან მუდმივი კავშირი როგორც მობილური ტელეფონით ასევე მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
** თვითმფრინავების დასუფთავების პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით განსაზღვრა;
** თვითმფრინავების დასუფთავების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრულის წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

კონკურსის ეტაპები:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

შემოსული რეზუმეების განხილვა დასრულდება 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე