Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: IBCCS Georgia
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"IBCCS Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე, კლიენტი კომპანიისთვის.

კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთში (ტალინი), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და სომხეთში (ერევანი).

გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი და FMG ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
** ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია ACCA 1 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო)

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
** დასაქმებულებისა და სხვა დაქირავებული პირების ხელფასების, მივლინებების, შვებულებების პროგრამული უზრუნველყოფა, აღრიცხვაში დახმარება;
** ნაღდი და საბანკო ოპერაციების შესრულება;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება;
** საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაში დახმარება;
** rs.ge პორტალზე მუშაობა, ფაქტურებისა და სხვა დოკუმენტაციის ასახვა;
** კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;

ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში განისაზღვრება NET 800-1000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ შეთანხმებული ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-10:30 საათიდან 18:00-19:30 საათამდე შუალედში, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით.

თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@ibccs.tax

ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - "ბუღალტერ-ოპერატორი".

განცხადებები მიიღება არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 5 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე