Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: UNIX VISION
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"UNIX Vision" დაარსდა 2016 წელს და მალევე გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის, ინოვაციებისა და რთული პროექტების შესრულების კუთხით. Unix Vision-ის მიზანია უპრეცედენტო ხარისხის მიწოდება, როგორც მშენებლობის, ასევე მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით, ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 ი. კეჭაყმაძის I შეს, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 24 სთ ყოველ მე-3დღეს (სმენაში გათვალისწინებულია 2 დაცვის თანამშრომელი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 650 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო კამერების კონტროლი;
** სამშენებლო მოედანზე გამშვები პუნქტების კონტროლი;
** ვიზიტორები;
** ტერიტორიის უსაფრთხოების შენარჩუნება;
** საწყობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@unix.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Unix Vision"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე