Робота для біженців з України
Supply Chain მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Supply Chain მენეჯერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას Supply Chain მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ლოკაცია: ლილო, ლოჭინის ხევი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური სწავლებისა და განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლის სიარულს სპორტულ დარბაზში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოგისტიკის კუთხით სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მეზობელი ბაზრების პროდუქციის ანალიზი და ოპტიმალური მომწოდებლის შერჩევა. ახალი კონტრაგენტების მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯებისა და პოტენციური რისკების პროგნოზირება და კონტროლი;
** მიმდინარე და ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და ხარჯვის კონტროლი;
** პრომო/დეგუსტაციის პროდუქციის ჩამოტანის სრული პროცესის მართვა კომპანიაში დამტკიცებული ბიზნეს პროცესის მიხედვით;
** Havi Logistic მიერ განხორციელებული მიწოდების ჯაჭვისა და მთავარი KPI ანალიზი;
** Havi Logistic-თან კომუნიკაცია, სრული პროცესის მონიტორინგი;
** SC დეპარტამენტთან დაკავშირებული რეკორტების ანალიზი და მონიტორინგი;
** ეკოსიმას& ½ პალეტების პროექტების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;
** ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახალი პროექტების მართვა;
** კომუნიკაცია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ფუნქციებთან, ჰავი/ტრეინინგ დეპარტამენტი/მარკეტინგი/ფინანსები/ოპერირება/ხარისხი;
** McDonalds Global Supply Chain-თან, DL და მეზობელ მარკეტებთან კომუნიკაცია;
** McDonald`s Global Supply Chain -ისთვის რეპორტების ანალიზი და მჭიდრო კომუნიკაცია;
** McDonald`s-ის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შენარჩუნება, გეგმის შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** კვების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** დინამიკურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი აპლიკაცია 15 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/vacancies/custom
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე