Робота для біженців з України
დაცვის სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
საერთაშორისო აკადემია "ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიურად უზრუნველყოს სკოლის შენობის გაღება/დაკეტვა რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს;
** სამუშაო დღის მანძილზე აწარმოოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** უზრუნველყოს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** აკონტროლოს მოსწავლეებისა და მშობლების შენობაში შესვლა/გასვლის პროცესი. უცხო პირთა შემოსვლა შეათანხმოს ადმინისტრაციასთან;
** საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა და უსაფრთხოდ შენახვა;
** გაკვეთილის გამოსვლისა და შესვლის პროცესში მართოს ნაკადები;
** მოსწავლის მიერ იმგვარი ქმედების ჩადენისას, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, საქმის კურსში ჩააყენოს ადმინისტრაცია;
** სკოლის შიდა ან გარე პერიმეტრზე კონფლიქტური ინციდენტის დროს პირველადად განმუხტოს სიტუაცია და დაუყოვნებლის აცნობოს ადმინისტრაციას;

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 557 99 91 48.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე