Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
საერთაშორისო აკადემია "ლოგოსი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობებია:

** სკოლაში გამოცხადდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. გაანიავოს და მოაწესრიგოს ოთახები, გადაწმინდოს მერხები.
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, დაიცვას სისუფთავე დერეფნებში, სველ წერტილებში, ეზოში, საკლასო ოთახებსა და კაბინეტებში.
** საათში ერთხელ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს სველი წერტილები.
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას რეგულარულად გაწმინდოს კარის სახელურები და კიბის მოაჯირები სადეზინფექციო ხსნარით.
** პირველ და მეორე სართულებზე, კვების შესვენების შემდეგ დაასუფთაოს საკლასო ოთახები
** სასწავლო პროცესის დასრულებისას, სველი წესით დაასუფთაოს იატაკები, მერხები, მერხის ქვედა უჯრები, კომპიუტერის მაგიდები, მოსწავლის კარადები. დაასუფთაოს ტუალეტები, გაიტანოს ნარჩენები.
** ყოველდღიურად სველი წესით დაალაგოს კაბინეტები (გადაწმინდოს მტვრები, გაწმინდოს შუშები, დაგავოს და გამოწმინდოს ოთახი)
** გაწმინდოს ფანჯრები, კარის შუშები.
** გრაფიკის მიხედვით დაალაგოს დარბაზი და შენობის მეორე ფლიგელის ოთახები.
** კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს უშუალო უფროსის დავალებები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 574 014411.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე