Робота для біженців з України
ხაზინის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის უფროსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ხაზინის უფროსი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის საერთო მიზნების შესაბამისი სახაზინო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;
** ბანკის სავალუტო ოპერაციებისა და ლიკვიდობის მართვა;
** კომპანიის საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით;
** ბაზრის რეგულარული ანალიზი, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რისკის პოტენციური სფეროების განსაზღვრა;
** ფინანსურ, სავალუტო და საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგი;
** ბანკის სახაზინო ოპერაციების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფინანსურ მიმართულებასთან მჭიდროდ თანამშრომლობა ზუსტი და დროული ანგარიშგების მომზადების უზრუნველსაყოფად;
** სატრანსფერო ცენტრის მართვა;
** გარე სტეიკჰოლდერებთან (კომერციული ბანკები, კლიენტები, ინვესტორები, მარეგულირებელი ორგანო) აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და მარეგულირებელი ცვლილებების მიხედვით, ინფორმაციის მუდმივი განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება - ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ან მონათესავე სფერო;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი, ან შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატი (CFA, CTP).

ცოდნა და გამოცდილება:

** საბანკო/ფინანსურ სექტორში, ხაზინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ, 5 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ბაზრების, ინსტრუმენტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა. უნარები:
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები;
** დაინტერესებულ მხარეებს შორის, მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი;
** ორგანიზაციული გამოწვევების სწრაფად დაძლევის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი, 2024.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე