Робота для біженців з України
ხარისხის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კოორდინატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შ.პ.ს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი.
** მაღაზიაში შინაგანაწესით მოცემული ინსტრუქციების დაცვისა და სამუშაო მოვალეობების შესრულების მონიტორინგი/უკუკავშირის წარმოება.
** მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა.
** მაღაზიის მენეჯერთან ერთად თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა, ადგილობრივი ტრენინგების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ტრენინგების მოთხოვნის უზრუნველყოფა.
** მაღაზიის დარბაზის გარემოს კონტროლი, კონსულტანტების გადანაწილება და ზრუნვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
** მაღაზიის დარბაზში ყოფნა, მომსახურების ხარისხის კუთხით პერსონალისთვის მითითებების მიცემა.
** თანამშრომლების მომსახურების შეფასება, მონიტორინგი და შემდგომში უკუკავშირის წარმოება.
** მაღაზიის დარბაზის ტერიტორიაზე ბანკის თანამშრომლებისა და ამბასადორების მომსახურების, დრესკოდის და ქცევის წესების მონიტორინგი და უკუკავშირი.
** საქონლის სწორი განლაგება (მერჩბუქი) კონტროლი და ზრუნვა, ფასმაჩვენებელზე დატანებული ინფორმაციის სისწორის მონიტორინგი.
** მაღაზიის პერსონალისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება სიახლეების/აქციის შესახებ.
** მაღაზიის მენეჯერთან მჭიდრო კომუნიკაცია და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
** კომპანიაში დაგეგმილი სარეკლამო/მარკეტინგული აქციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება/კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის შეცვლა.
** საჭიროების შემთხვევაში საქონლის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სხვა საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე