Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩვეული
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს "დეილი"-ის შვილობილი ბრენდის "ჩვეული"-სთვის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში შემდეგი პირობებით:

ჩვენ გთავაზობთ:

** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
** ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
** სწავლის თანადაფინანსებას;
** განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
** პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;
** მომხმარებლებთან დროული და სწორი ანგარიშსწორების კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა, მომხმარებლების მხრიდან წამოსული პრობლემების მუდმივი ანალიზი და გამოსწორებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რითეილში მუშაობის გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე;
** პროგრამა 1C ცოდნა (სასურველია);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღებიანი და თავაზიანი;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. შეავსეთ ლინკი: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_oobkg/ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555 216 514

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე