დასახელება:
მთავარი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"იცა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მენეჯერის პოზიციაზე.
"იცა" არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.
მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
** სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
** მოსწავლეთა რეგისტრაცია
** კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება
** საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის
** ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა
** ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა
მთავარ მენეჯერს მოეთხოვება:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა
** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
მთავარი მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათითურთ ელფოსტაზე: icacentre2020@gmail.com
დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ: 500 50 50 43, 551 61 66 11, 595 50 74 01
ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 10.07.2024
|
|
|
|