Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აპარტ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"აპარტ ჯგუფში" შემავალი სამშენებლო კომპანია "აპარტ ქონ", რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს კონკურსს ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქუჩა #2

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების წარმოება
** საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვა
** შესყიდვების პროგრამაში ასახვა
** მარაგების ჩამოწერის ოპერაციების პროგრამული ასახვა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** პროგრამა Exact Globe-ში მუშაობის გამოცდილება
** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel, Word)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის, ორგანიზების, დროის მართვის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაცის უნარი
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 25 ივლისისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე