Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კორპორაციულ დაზღვევას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სამუშაო პროცესების ვიდეო მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების შესაბამისი იდენტიფიცირება;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** ვიდეო ჩანაწერების დაარქივება;
** გამოვლენილი დარღვევების ან პრობლემების შესახებ რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 სთ-იანი ცვლა (შესვენება 4 საათი);
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
** სამუშაო ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით;

დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ლინკზე და დაგვიტოვეთ მონაცემები: https://www.app.helio-ai.com/apply/v9u56uxhw7u9zfjh?src=jobs.ge

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე