Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით გამოცდილ ქსელის ადმინისტრატორებს.

ორგანიზაციის შესახებ

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.

სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, განვითარება, მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ქვეუწყებებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ქსელის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება:

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
** CCNP-ს დონის ცოდნა.
** Switching, Routing პროტოკოლების, VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
** VOIP ტექნოლოგიების ცოდნა (აუცილებელი);
** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, VTP, STP, RSTP, MSTP, EtherChannel, PAgP, LACP, Stackwise, PortSecurity, 802.1x.
** ქსელური მარშრუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, HSRP
** VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps, FlexVPN, Anyconnect;
** NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა დამატებითი უნარები:

** ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა;

დამატებითი შეთავაზება:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** გუნდური მართვა;
** პროფესიული განვითარება (ტრენინგები; ვორქშოპები; კონფერენციები)
** კოორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კოორპორატიული ფიტპასი.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.07.2024

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე